თავში

უქმე დღეებს, შესაძლოა, კიდევ ერთი დაემატოს

უქმე დღეებს, შესაძლოა, კიდევ ერთი დაემატოს
უქმე დღეებს, შესაძლოა, კიდევ ერთი დაემატოს

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე, შესაძლოა, საქართველოში უქმედ გამოცხადდეს. ორგანულ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით წარდგენილ პროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებმა დადებითი დასკვნა გასცეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება გამოხატულება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის. ამავდროულად, ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. ამასთან ერთად, 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და გია ჟორჟოლიანი არიან.

ცნობისთვის, 1 მაისი ევროპული ქვეყნების ნაწილში უქმედაა გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system