თავში

უკვე დაბოდიალობს საქართველოში, მისი გავრცელების სისწრაფე არის არნახული - ფხაკაძე

უკვე დაბოდიალობს საქართველოში, მისი გავრცელების სისწრაფე არის არნახული - ფხაკაძე
უკვე დაბოდიალობს საქართველოში, მისი გავრცელების სისწრაფე არის არნახული - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპრერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უკვე საქართველოშიც ცირკულირებს და ის ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. 

მისი თქმით, "ონიკრონის" გავრცელების სისწრაფე არნახულია და აუცილებელია ვაქცინის მესამ, ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება. როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, "ომიკრონის" გავრცელების გამო მსოფლიოში "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინების დეფიციტია.

„ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება ოფიციალურად რამოდენიმე დღეში.

არაოფიციალურად ომიკრონი უკვე “დაბოდიალობს” საქართველოში და ეს ყველამ ვიცით. გიორგი ფხაკაძე ამის შესახებ კიდევ წინა კვირას საუბრობდა….

60-ზე მეტ ქვეყანაში ომიკრონი უკვე დადასტურდა.

მარტო ბრიტანეთში 40% ყველა ახალი ინფიცირებული დღეს არის ომიკრონის ვარიანტით.

ომიკრონის გავრცელების სისწრაფე არის არნახული! ასე სწრაფად არცერთი კორონავირუსი თავისი ვარიანტებით არ გავრცელებულა და სავარაუდოდ რამოდენიმე კვირაში ის იქნება დომინანტი ვარიანტი ევროპაში, ახლო მომავალში მსოფლიოშიც, საქართველის ჩათვლით.

სავარაუდოდ ომიკრონის ასაცილებლად გაძლიერებული “დაცვა” არის საჭირო და სავარაუდოდ კოვიდ ვაქცინების მე-3 დოზების ადმინისტრირება არის სასწრაფო. შესაბამისად, მსოფლიოში მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე, ფაიზერზე და მოდერნაზე არის დეფიციტი!

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე

დაიცავით დისტანცია

დაიბანეთ ხელები

გაანიავეთ შენობები ყოველუ 15-20 წუთი

აიცერით ვაქცინის მე-3 დოზით.

სამწუხაროდ ვინც დღესდღეობით არ/ვერ აიცრა უკვე გვიანი არის ვინაიდან აცრიდან მხოლოდ 45 დღეში არის დაცვა და უკვე ვიცით რომ ბუსტერი არის საჭირო ომიკრონისგან დასაცავად, შესაბამისად დღეს თუ აიცრებით 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები. ვინც არ/ვერ ხართ აცრილები თქვენი ერთადერთი ძლიერი შეიარაღება არის სამედიცინო პირბადე და დისტანცია!" - წერს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system