თავში

უკვე ვმსჯელობთ ვაქცინის მესამე დოზაზე - გაბუნია

უკვე ვმსჯელობთ ვაქცინის მესამე დოზაზე - გაბუნია
უკვე ვმსჯელობთ ვაქცინის მესამე დოზაზე - გაბუნია

უკვე მიდის მსჯელობა ვაქცინის მესამე დოზის, ანუ ე.წ. ბუსტერის თაობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქნება, მომავალ წელს დანაზოგი მოსალოდნელია ტესტირების ნაწილში.

„სამომავლოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციის პროგრამის საშუალებით, ტესტირების პროგრამის აუცილებლობა ეტაპობრივად შემცირდება. ის ძირითადი ჯგუფები, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება ტესტირებისთვის, ბიზნესჯგუფებზე მაქვს საუბარი, აცრის შემთხვევაში უკვე აღარ საჭიროებს სისტემურ ტესტირებას. ეს იქნება დანაზოგი თანხა, რაც დარჩება ბიუჯეტში, ან სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ჯანდაცვის სექტორში.

მომავალ წელს გარკვეულწილად დანაზოგი მოსალოდნელია ტესტირების ნაწილში, თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქენება, მაგრამ მომავალ წელსაც, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რესურსის მობილიზება ვაქცინაციისთვის.

უკვე მიდის მსჯელობა მესამე „ბუსტერი“ დოზის თაობაზე, ასევე წელს ჩვენ 60%-იანი სამიზნე გვაქვს დასმული, თუმცა 60% არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 40% არ უნდა აიცრას. მომავალ წელსაც უნდა გავრცელდეს ვაქცინაციის პროგრამა“, -აღნიშნავს გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system