თავში

"უმძიმესი დღეები იყო... სრული შოკი"- კახა კალაძე

"უმძიმესი დღეები იყო... სრული შოკი"- კახა კალაძე
უმძიმესი დღეები იყო... სრული შოკი- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  ტელეკომაპნია "იმედის" ეთერში 13 ივნისის მოვლენები გაიხსენა და რომ ეს იყო უმძიმესი დღეები, თუმცა ამავე დროს იყო ერთიანობისა და სოლიდარობის დღეები, რამაც მას დიდი სტიმული და ძალა მისცა, თუმცა მისივე მტკიცებით, მაშინ ის დედაქალაქის მერობაზე არ ფიქრობდა. 

„უშუალოდ ადგილზე ვიმყოფებოდი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა ხდებოდა იმ დროს, განსაკუთრებით სვანიძის ქუჩაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. უმძიმესი მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში. სრული შოკი. უძლური გახდა დედაქალაქი, მისი მოსახლეობა ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ამ უბედურების ფონზე, მეორე დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც მესიამოვნა, ეს იყო როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია - ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები. 

უმძიმესი დღეები იყო, ძალიან რთული იყო, მაგრამ ამ სირთულის, გაოგნების, შეშფოთების მიუხედავად, ამ ახალგაზრდების ჩართულობამ პირადად მე დიდი სტიმული, ძალიან დიდი ძალა მომცა. საოცრება ხდებოდა. ასეთი მუხტი, ასეთი შემართება. ეს იყო დღეები, როდესაც გადახედავდი ამ ახალგაზრდებს, მათ თვალებს და შეგეძლო შენ თავში გეთქვა: „ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ“. აი ასეთი სულისკვეთება იგრძნობოდა იმ დღეებში“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system