თავში

,,უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამას ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ" - თორნიკე მამალაძე

,,უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამას ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ" - თორნიკე მამალაძე
,,უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამას ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ - თორნიკე მამალაძე

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც თორნიკე მამალაძე წერს, პატიმრობაში მყოფი დეკანოზის მდგომარეობა უმძიმესია. 

,,მინდა ეს წაიკითხოთ!!! ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო და უცნობებო - ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე. მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ჰქვია, წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ გეფიცებით. შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა. ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ", - წერს თორნიკე მამალაძე. 

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system