თავში

უმწეობისგან ტირილი მინდება - რას პასუხობს ნანა გეგეჭკორი ბიძინა კულუმბეგოვს

უმწეობისგან ტირილი მინდება - რას პასუხობს ნანა გეგეჭკორი ბიძინა კულუმბეგოვს
უმწეობისგან ტირილი მინდება - რას პასუხობს ნანა გეგეჭკორი ბიძინა კულუმბეგოვს

"უამრავი ისეთი პაიენტია ჰოსპიტალში ვინც წესით სახლში უნდა მკურნალობდეს. და კიდევ უამრავი ისეთი პაციენტი ყლაპავს გაუგებარ წამლებს და იკეთებს სრულიად წოუდგენელ "გადასხმებს" სახლში ვისაც საერთოდ არანაირი მკურნალობა არ სჭირდება. უმწეობისგან ტირილი მინდება ისეთ წერილებს ვკითხულობ ყოველ დღე" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პოსტის საპასუხოდ დაწერა. 

ცნობისთვის, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ დროისთვის, საქართველოში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია, რაც ბრიტანეთისას საგრძნობლად აღემატება.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ მიზეზი ვაქცინაციაა.

"ამ მომენტში საქართველოში ჰოსპიტალიზირებულია 6082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30 943 ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.

შედარებისთვის დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზირებულია 5 943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში), აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1 236 459 პაციენტი ანუ პოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.

ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.

#ვაქცინაციამუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system