თავში

უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი - კულუმბეგოვი

უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი - კულუმბეგოვი
უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების ორი ძირითადი შესაძლებლობა – შემზღუდავი ღონისძიებები ან ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატება, თუმცა მისივე შეფასებით, საქართველოს ორივე მიმართულებით პრობლემები აქვს.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მწვანე პასპორტები გარკვეულ იმედს იძლევა, თუმცა მიაჩნია, რომ მისი მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს და შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გავრცელდეს. ის ვარაუდობს, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება. 

მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც.

„ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება…საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება.

მწვანე პასპორტებში არის ერთი სერიოზული ნაკლი – გადატანილი ინფექციის შემდეგ უვადო პასპორტის გაცემის საკითხი. ჩვენ ეს პრობლემა უფრო მძაფრად შევიგრძენით ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო „ომიკრონის“ გავრცელებასა და პოტენციურ რისკებზე ალაპარაკდა. ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იმდენად სახეცვლილია, რომ შესაძლოა, ვაქცინის იმუნიტეტმა მაინც იმუშაოს და დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან, მაგრამ როგორც დღეს ისრაელის გამოცემაამბობდა, როგორც ჩანს, რეინფიცრების რისკი 2.5-ჯერ გაიზრდება. რაც ფრო სწრაფად მოხდება ამის კორექტირება და სწორი საერთაშორისო სტანდარტით ქვეყანაში მწვანე პასპორტის იმპლემენტაცია, კუფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system