თავში

"უნდა იზოლირდნენ და ჩაიტარონ COVID ტესტირება!" - ექიმის რეკომენდაციები

"უნდა იზოლირდნენ და ჩაიტარონ COVID ტესტირება!" - ექიმის რეკომენდაციები
უნდა იზოლირდნენ და ჩაიტარონ COVID ტესტირება! - ექიმის რეკომენდაციები

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს:

"ინფიცირებული პაციენტები უნდა იყვნენ იზოლაციაში!

ინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები, კონტაქტირებული პირები უნდა იყვნენ იზოლაციაში!

ინფიცირებული ადამიანები თვითნებურად არ უნდა დადიოდნენ კლინიკებში ანალიზების და "კატეს" გასაკეთებლად, კვლევის პასუხების მოსაკითხად მითუმეტეს!!! (ამოიცანით თქვენი თავი)

ინფიცირებულ ადამიანებს, გამოუვალ მდგომარეობაში თუ უწევთ გადაადგილება, გარშემომყოფებს უნდა აფრთხილებდნენ, რომ არიან ინფიცირებულები.

ორპირი ქარის, წვიმის, ფეხის დასველების და ცივი წყლის დალევის გამო "გაციებულებიც" უნდა იზოლირდნენ და ჩაიტარონ COVID ტესტირება!

გახსოვდეთ! ახლა მთავარი ბრძოლა საავადმყოფოს კედლებშია!

დანარჩენები - მტრის ზურგში ხართ და თქვენს მიერ ამ რეკომენდაციების შესრულებით ეხმარებით წინა ხაზზე მყოფებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!", - წერს სოფიო ბერიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2354 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 60 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5200 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system