თავში

"უნდა შევხვდეთ პანიკის გარეშე" - თენგიზ ცერცვაძე

"უნდა შევხვდეთ პანიკის გარეშე" - თენგიზ ცერცვაძე
უნდა შევხვდეთ პანიკის გარეშე - თენგიზ ცერცვაძე

"მოსალოდნელია, რომ "ომიკრონი" გავრცელდება საქართველოში. მიკვირს, რომ აქამდე არ გავრცელდა", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს მოქალაქეები პანიკის გარეშე უნდა შეხვდნენ.

რაც შეეხება ქვეყანაში დადასტურებულ ორ შემთხვევას, ინფექციონისტის თქმით, ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

"ომიკრონის" შტამით დაინფიცირების ორი შემთხვევა გვაქვს. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა ტესტები. როგორც ვიცი, ერთი ვაჟი და ერთი ქალია. ერთი მაიამიდანაა და მეორე დუბაიდან. ორივესთან ამჟამად დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. იმყოფებიან ბინაზე, იზოლაციაში და დაკვირვების ქვეშ. რაიმე სპეციფიური მკურნალობა არ მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ "ომიკრონი" გავრცელდება საქართველოში. მიკვირს, რომ აქამდე არ გავრცელდა, ალბათ საზღვარზე კარგად იცავდნენ წესებს.

მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, აქაც გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, ბოლომდე არ ვიცით შტამის თავისებურებების შესახებ, მაგრამ მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ ეს არც ბოლო და უკანასკნელი გამოწვევაა და მას უნდა შევხვდეთ როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, პანიკის გარეშე", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system