თავში

,,უნდა სცოდნოდათ, რომ ამის თქმა იდიოტობაა" - ჩერგოლეიშვილი

,,უნდა სცოდნოდათ, რომ ამის თქმა იდიოტობაა" - ჩერგოლეიშვილი
,,უნდა სცოდნოდათ, რომ ამის თქმა იდიოტობაა - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და წერს, რომ ბოიკოტის ზოგიერთი მხარდამჭერი ერთ ისეთ არგუმენტს ამბობს, ბოიკოტის იდეას ძირს უთხრის.

,,რა აზრი აქვს პარლამენტში შესვლას, მაინც ვერაფერს ვიზამთ" ისეთებმაც მითხრეს ეს არგუმენტი ეთერში, წესით რომ არ ეკადრებოდათ - უნდა სცოდნოდათ, რომ ამის თქმა იდიოტობაა. ელისაშვილის პარტნიორი რომაა - გვარი დამავიწყდა, ისიც მაგას აწვებოდა. ხალხო, ეგაა ქოცების არგუმენტი - წააგეს და მაგიტომ არ შემოდიანო. გამოდის, თუ უმრავლესობით არ მოდიხარ, პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. ეს არის იდიოტზმი და საკუთარი თავის წინააღმდეგ არგუმენტი. ბოიკოტი მართლდება მხოლოდ გაყალბებით და არა წაგებით", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. "ქართული ოცნების" ოპონენტები არჩევნების შედეგს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

შუამავლების მეშვეობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რიგით მესამე შეხვედრა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system