თავში

უნდა მოიხსნას თუ არა ,,კომენდანტის საათი" - ინფექციონისტის განმარტება

უნდა მოიხსნას თუ არა ,,კომენდანტის საათი" - ინფექციონისტის განმარტება
უნდა მოიხსნას თუ არა ,,კომენდანტის საათი - ინფექციონისტის განმარტება

,,კომენდანტის საათის" დატოვებაში მე ლოგიკურ ახსნას ბოლომდე ვერ ვხედავ, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას თქმით, ,,კომენდანტის საათი" ზოგადი შეზღუდვების შემადგენელი ნაწილია და თუ სხვა შეზღუდვები მოიხსნება, მხოლოდ ,,კომენდანტის საათი", ეფექტური ვერ იქნება. 

,,კომენდანტის საათთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, ვთვლი, რომ ყველა შეზღუდვის მოხსნასთან ერთად ,,კომენდანტის საათიც" უნდა მოიხსნას უახლოეს პერიოდში. ,,კომენდანტის საათი" ამ შეზღუდვების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ის ვერ იქნება ეფექტური. თუ შეზღუდვები გვჭირდება, ეს უნდა იყოს კომბინირებული სხვა შეზღუდვებთან. შესაბამისად, ,,კომენდანტის საათის" დატოვებაში მე ლოგიკურ ახსნას ბოლომდე ვერ ვხედავ", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system