თავში

7-საათიანი ოპერაცია დასრულდა - როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

7-საათიანი ოპერაცია დასრულდა - როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა
7-საათიანი ოპერაცია დასრულდა - როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას 7-საათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა. გამსახურიდია მართვით სუნთქვაზე რჩევა. ექიმ არჩილ ჯვარშეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმი არ გამორიცხავს, გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს.

“პაციენტის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. ბევრი ჰემატომა იყო როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს. დაზიანებული იყო ქალა-ტვინის ძვლები. ჰემატომები ამოღებულია, დეკომპრესია გაკეთებულია. მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა“,- განაცხადა ექიმმა.

ცოტნე გამსახურდიას მანამდე ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, თბილისში, ვერაზე 19 დეკემბერს დაჭრეს. 

როგორც შსს-დან report.ge-ს აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system