თავში

ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ურეკში, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"112-ში" შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. 

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system