თავში

ურთულესი კრიზისების შეკავება შეძელით - თალაკვაძე ექიმებს

ურთულესი კრიზისების შეკავება შეძელით - თალაკვაძე ექიმებს
ურთულესი კრიზისების შეკავება შეძელით - თალაკვაძე ექიმებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექიმებს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე მედიკოსებს თავდადებისა და გმირობისთვის მადლობას უხდის.

„ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო ექიმებს, ექთნებსა და ჯანდაცვის პროფესიონალებს! ყოველდღიურად, ბევრი ადამიანი უბრუნდება გამოჯანმრთელებული საკუთარ ოჯახს, სამსახურს და მეგობრებს - ეს თქვენი დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას გიხდით! COVID-19-ის პანდემიის ყველაზე რთულ დღეებში, თქვენ თავდადებისა და გმირობის მაგალითი მიეცით მთელ საზოგადოებას და შეძელით ურთულესი კრიზისების შეკავება. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისთვის!

მჯერა, #ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას და კარგი დღეები მალე დაბრუნდება“, - წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system