თავში

უსაფრთხოა თუ არა ქუჩების დეზინფექცია - მინისტრის განმარტება

უსაფრთხოა თუ არა ქუჩების დეზინფექცია - მინისტრის განმარტება
უსაფრთხოა თუ არა ქუჩების დეზინფექცია - მინისტრის განმარტება

ქუჩების მორეცხვისას გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები ჯანმრთელობისთვის რისკს არ შეიცავს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა და ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს.

„ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა. არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობით. შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ასევე ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ არანაირ რისკს ჯანმრთელობისთვის ეს არ შეიცავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system