თავში

,,უშენობას როგორ გავუძლო დეეეე"- თეონა თამაზაშვილი

,,უშენობას როგორ გავუძლო დეეეე"- თეონა თამაზაშვილი
,,უშენობას როგორ გავუძლო დეეეე- თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში, შვილის ფოტოებით აწყობილ ვიდეოს აზიარებს და ემოციურ კომენტარს წერს: ,,უშენობას როგორ გავუძლო დეეეეე..."

დედის სულისშემძვრელ კომენტარს სოციალური ქსელის მომხმარებლები ეხმაურებიან და წერენ, რომ დედამ უნდა ილოცოს თამარის სულისთვის.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system