თავში

,,ევექსის" განმარტება: კორონავირუსი ჩვენს არცერთ თანამშრომელს აქვს

,,ევექსის" განმარტება: კორონავირუსი ჩვენს არცერთ თანამშრომელს აქვს
,,ევექსის განმარტება: კორონავირუსი ჩვენს არცერთ თანამშრომელს აქვს

სამედიცინო ცენტრ ,,ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე ადასტურებს, რომ იმ 5 პირიდან ერთ-ერთი, ვისაც 5 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ,,ევექსის" სათავო ოფისის შენობაში მუშაობდა, სადაც რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებს. 

თუმცა, მისივე თქმით, ,,ევექსის" არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.

,,ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა აქაც გაგცეთ ყველას პასუხი: “ევექსი ჰოსპიტლების” არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენ სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4 სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ნიორაძე. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system