თავში

უსირცხვილოებო! ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო! - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი

უსირცხვილოებო! ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო! - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი
უსირცხვილოებო! ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო! - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი

გასულ ღამეს თბილისში, საბურთალოზე 10-მდე ავტომობილი დააზიანეს და გაძარცვეს. როგორც ირკვევა, დაზიანებულ მანქანებს შორის ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის კუთვნილი ავტომობილც არის, რომელიც სწორედ გარდაცვლილი წამყვანის დაბადების დღეზე გაძარცვეს.

დაზიანებული მანქანის ფოტოებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ნათია ბანძელაძე და შვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი ავრცელებენ. 

"უსურცხვილოებო !!!!

ამ მანქანისადმი განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს თითოეულ ოჯახის წევრს !!!! უყვარდა , ელაპარაკებოდა და ადამიანად აღიქვამდა , ნათიას დიდი ხანია რაც მართვის მოწმობა აქვს მაგრამ მანქანაზე არასდროს დამჯდარა მარტო იმ იდეამ გადაალახინა შიში , რომ მამას მანქანა უმოძრაოდ იდგა და ხალხი ებნებოდა ასე გაფუჭდებაოო!!! დაჯდა გადალახა შიში და ყოველი გამოვლა და ამ მანქანაში ჩაჯდომა ჩვენთვის დიდი ზეიმი იყო !!!!!!" - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი. 

პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ნანუკამ ასეთი რამ დაწერა: 

"დავდე თუ არა პოსტი კიდე იმ ადამინზე დავიწყე ფიქი. მამა ხომ იტყოდა - არ იჩქარო, არ გაკიცხო, იქნებ რამ მიიყვანა აქამდეო მაგრამმმ! გაბრაზების უფლებას ჩემთვის დავიტოვებ. ვერასდროს მიხვდება ამის გამკეთებელი რამხელა სიწმინდეა ჩვენთვის ეს მანქანა, თავის უამრავი ისტორიით და მამასთან ასოცირებით" - წერს მოდელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system