თავში

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია
პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, - ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს. გარდა ამისა, როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. 

,,ჩვენთან რისკი მინიმალურია, იმიტომ რომ პირდაპირი რეისები საერთოდ აკრძალა ჩინეთმა. ამასთან, საქართველოს არ აქვს პირდაპირი ავიარეისი ქალაქ ვუჰანთან, საიდანაც აღნიშნული ვირუსი გავრცელდა, რისკი განსხვავებულია რა თქმა უნდა, იმ ქვეყანასა და იმ ქალაქს შორის, სადაც არის პირდაპირი რეისები. როცა ერთი თვითმფრინავით 300 ადამიანი ჩამოვა ვუჰანიდან, განსხვავებული რისკი იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოში ამ ვირუსთან დაკავშირებით, გუშინ ღამით დამთავრდა სხდომა და არ მიიღო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა რეკომენდაცია, რომ გამოცხადეს სახიფათო მდგომარეობა მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, გუშინ, ღამის რეისი რომ ჩამოფრინდა ჩინეთიდან და ჩამოფრინდა სულ სხვა ქალაქიდან და არა ვუჰანიდან, ყველა მგზავრს, ვინც ჩამოფრინდა, დაურიგდა სამენოვანი სამახსოვროები: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად - როგორ უნდა მოიქცნენ თუ რამეს შენიშნავენ, ამას აკეთებს ყველა ნორმალური ქვეყანა და ჩვენც ვაკეთებთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაკეტილია 13 ქალაქი. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 25 ადამიანი და დაინფიცირებულთა რიცხვმა 830-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV-ი ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system