თავში

"უთხრა, რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები" - ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები

"უთხრა, რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები" - ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები
უთხრა, რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები - ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ 15 წლის ლუკა სირაძის საქმის დეტალებზე ისაუბრა.

"10 დეკემბერს დილით, „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული შესაბამისი წარწერები. აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.

ასევე, ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე ბავშვებისთვის ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა მასზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურ რეჟიმში გამოძახებულ იქნა პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციის საჭიროებას.

პოლიციის მისვლამდე და შემდგომ ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას. პოლიციის მისვლის შემდეგ ადმინისტრაციამ გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები.აღნიშნულის შემდგომ, პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იწყება გამოძიება დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში. პირველ განყოფილებაში ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით იწყება, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ეწერება მ.ჩ.-ს.

გამომძიებელმა ამავე დღეს დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიწყო პოლიციის განყოფილებაში მოწმეთა დაბარება. რომელთა შორის იყო 15 წლის ლ.ს. პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის გამოძახება მშობლის მეშვეობით მოხდა და მშობელთან ერთად ლ.ს. პოლიციის განყოფილებაში 17:00 საათზე გამოცხადდა“, – განაცხადა თოლორაიამ.

თოლორიას თქმით არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდა პოლიციის განყოფილების ერთიან სივრცეში, რადგან არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები.

„ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნებიც. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციის დაწესებულებაში, განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი. შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს 15:00 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ. რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებულ იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system