თავში

"უცებ ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა"- კეკელიძე ახალქალაქში მომდარ მკვლელობაზე

"უცებ ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა"- კეკელიძე ახალქალაქში მომდარ მკვლელობაზე
უცებ ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა- კეკელიძე ახალქალაქში მომდარ მკვლელობაზე

"ახალქალაქში ვართ ტრადიციული მისიით – სოფლებში ბიბლიოთეკებს ვაფუძნებთ. ცოტა შეუძლოდ გახლდით და სასტუმროში დაბინავებულს, ჩამეძინა,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.

"უცებ დიდი ჩოჩქოლის და სროლის ხმა მომესმა, რომელმაც მალევე მოშორებით გადაინაცვლა. ახლა ვარკვევთ, რომ კონფლიქტისას ერთი ადამიანი მოუკლავთ, ოცდაათს არმიღწეული. საშინელი განცდაა ამდენი სიკვდილის ასე ხშირად და ასე ახლოს მოსმენა,"- წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system