თავში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქუთაისში სოლიდარობა გამოუცხადეს - PHOTO

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქუთაისში სოლიდარობა გამოუცხადეს - PHOTO
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქუთაისში სოლიდარობა გამოუცხადეს - PHOTO

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", - ამ მოწოდებით ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. 

მათი თქმით, პროცესები, რაც მიდის აჭარის ტელევიზიაში, ცუდად აისახება დემოკრატიის ხარისხზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს.

"საგანგაშო და ამაზრზენი პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ტელევიზიის დირექტორი ერთი ხელით ანადგურებს მაუწყებლის იდეას და მეორე ხელით სამსახურიდან ათავისუფლებს პროფესიონალ კადრებს, ჩვენ ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს და ვუშვებთ გზავნილს, "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", მედიაზე ზეწოლა ცუდად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე", - აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system