თავში

"უცნობი" ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს

"უცნობი" ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების
უცნობი ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) პროკურატურისგან გიორგი სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს. 

როგორც "უცნობი" აცხადებს, მდუმარე აქცია 29 აპრილს გაიმართება და ეს დებისა და ძმების პროტესტი იქნება. 

"მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთს რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება. 

29-ში არის მოსალოდნელი პროტესტი, მდუმარე პროტესტი. უბრალოდ ქმედება იქნება, სიტყვები და ლაი - ლაი არ იქნება მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ არ დავტოვებთ არავის უსამართლოდ სისტემის წინააღმდეგ, ეს იქნება დების და ძმების პროტესტი, ვისაც გული შესტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ.ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system