თავში

"უვადო მწვანე პასპორტს არ ვემხრობი" - სერგეენკო

"უვადო მწვანე პასპორტს არ ვემხრობი" - სერგეენკო
უვადო მწვანე პასპორტს არ ვემხრობი - სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ადამიანებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა. 

მისივე თქმით, უვადო მწვანე პასპორტის გაცემა სპეციალისტების მოსაზრებას ეწინააღმდეგება.

"არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის არ ვიცით, იმედია, მასაც დაფარავს.

მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს. არ ვიცი, არგუმენტების რა ერთობლიობა იყო, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება. არ ვარ საკოორდინაციოს წევრი და არ ვიცი, რა მსჯელობა იყო", – განაცხადა დავით სერგეენკომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system