თავში

უზენაეს სასამართლოში 24-მა მოსამართლემ ფიცი დადო - PHOTO

უზენაეს სასამართლოში 24-მა მოსამართლემ ფიცი დადო - PHOTO
უზენაეს სასამართლოში 24-მა მოსამართლემ ფიცი დადო - PHOTO

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი ოცდაოთხმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო.

ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

ახლადგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგებიან.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 36 მოსამართლე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system