თავში

"ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს" - გამყრელიძე 5 პრევენციულ ღონისძიებაზე საუბრობს

"ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს" - გამყრელიძე 5 პრევენციულ ღონისძიებაზე საუბრობს
ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს - გამყრელიძე 5 პრევენციულ ღონისძიებაზე საუბრობს

ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არა არის ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, კიდევ ერთი წელი გაიჭირვოს და 5 მთავარი პრევენციული ღონისძიება დაიცვას. 

„მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე. 

მეორე, დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. 

მესამე - ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. 

მეოთხე - მცირე შეკრებები, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში. 

მეხუთე რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო, სადღესასწაულო, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა" - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system