თავში

ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით - გამყრელიძის განცხადება

ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით - გამყრელიძის განცხადება
ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით - გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში საქართველო ამერიკისგან ვაქცინების დონაციის პირველ პარტიას მიიღებს. 

მისი მტკიცებით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ის მწარე გამოცდილება, რაც ვაქცინების 4-5 დღიანი დეფიციტით მიიღო, აღარ უნდა განმეორდეს. 

„ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება. გუშინ იყო ძალიან სერიზული დისტანციური შეხვედრა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რიგმა ქვეყნებმა აშშ-ის დახმარება უნდა მიიღონ, ანუ დონაცია, მათ შორის საქართველოც მიიღებს. ვიცი, მაგრამ ახლა დოზების რაოდენობას არ დავასახელებ. ამაზე მოლაპარაკებები დაიწყო და სულ რამდენიმე კვირაში საქართველო ალბათ, ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რაც ახლა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ქვეყანაში შეგვექმნა, არ უნდა განმეორდეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system