თავში

ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი - KHIDI

ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი - KHIDI
ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი - KHIDI

კლუბ KHIDI-ს განცხადებით, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე კლუბს ტოვებენ, თუმცა პასუხისმგებელ პირებს გონივრულ ვადას აძლევენ, რომ კლუბის მუშაობა დაუშვან.

KHIDI-ს ადმინისტრაციის თქმით. თუ კლუბს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ, მათგან "მხოლოდ წინააღმდეგობას მიიღებენ"

"დღეს კლუბი KHIDI დალუქეს და დააჯარიმეს 10,000 ლარით. 3 დეკემბერს, 21 თვიანი პაუზის შემდეგ გავმართეთ ღონისძიება, სადაც კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირები დაიშვებოდნენ:

  • სრულად ვაქცინირებული პირები (მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ)
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირები
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები.
  • დღეს, შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლებმა საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, წარმოგვიდგინა ჯარიმის ფურცელი და დალუქვის დადგენილება. აღსანიშვანია, რომ აქამდე პირველივე ჯერზე დაჯარიმებასთან ერთად დალუქვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

    ინფორმაციის მოწოდებისთანავე, კლუბის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ სფეროს წარმომადგენლები და კლუბის გულშემატკივრები. ამის პარალელურად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლელებმა მოგვცეს გონივრული ვადა კლუბის დასატოვებლად. სხვა შემთხვევაში კლუბს იძულებით დაგვატოვებინებდნენ.

    ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი გულშემატკივრებისა და მეგობრების მიმართ და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ვტოვებთ კლუბს, ხოლო დალუქვაზე პასუხისმგებელ პირებს ვაძლევთ გონივრულ ვადას, დროულად მოგვიხსნან ლუქი და კლუბების მუშაობის დაშვებასთან ერთად, ავტომატურად მოგვცენ მუშაობის განახლების საშუალება. სხვა შემთხვევაში ჩვენგან მიიღებენ მხოლოდ წინააღდმეგობას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

    შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system