თავში

ვარკეთილში ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე ფართობი დაიწვა

ვარკეთილში ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე ფართობი დაიწვა
ვარკეთილში ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე ფართობი დაიწვა

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა განუცხადა. 

ოთარ კერესელიძის თქმით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

,,ამ დროისათვის ხანძარი არის სრულად ლიკვიდირებული. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. პირველადი დათვალიერებით, ჯერ ვერ ვიტყვით ხანძარი რამ გამოიწვია", - განაცხადა კერესელიძემ. 

მისივე თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system