თავში

ვაფრთხილებთ მოსახლეობას - ტიკარაძე მოსალოდნელ კოლაფსზე მიმართვას აკეთებს

ვაფრთხ კოლაფსზე მიმართვას აკეთებს
ვაფრთხილებთ მოსახლეობას - ტიკარაძე მოსალოდნელ კოლაფსზე მიმართვას აკეთებს

მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროსი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჯანდაცვის კოლფასის თავიდან ასაცილებლად საჭიროა აქტიური თანამშრომლობა საზოგადოების მხრიდან.

„მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და ბოლო პერიოდი განცხადებებით როგორც მე ასევე ჩემი მოადგილე და ბატონი ამირანი გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, მისი ყველა უწყება და ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24 საათიან რეჟიმში არის ჩართული პროცესის მართვაში.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტროში არ მოხდეს კოლაფსი“ , - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system