თავში

ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს - ნათია თურნავა

ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს - ნათია თურნავა
ვაგრძელებთ დაგეგმილ შემსუბუქებებს - ნათია თურნავა

"აგრძელებთ იმ დაგეგმილ შემსუბუქებებს, რაც აქამდე განვაცხადეთ. კერძოდ დღეიდან უკვე შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ მოლები არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ბაზრობების ჩათვლით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, შოპინგ მოლების გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მოსახლეობისთვისაც. 

15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ ფიტნეს-კლუბები; აღდგება სასწავლო პროცესი აუდიტორიებში და განახლდება სასკოლო წრეები. 

ამასთან, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშებს განაახლებენ. საქმიანობას სრულად, მაყურებლების დასწრებით კი 1-ლი აპრილიდან შეძლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system