თავში

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება - მერიის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება - მერიის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება - მერიის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება.

მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ ზუგდიდის მერსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას ხვდება. 

შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი.

მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო ღონისძიება ტარდება.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system