თავში

ვახტანგ გომელაურმა სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გახსნა

​ვახტანგ გომელაურმა სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა
ვახტანგ გომელაურმა სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გახსნა

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი. აქ მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.

ქალაქ სიღნაღში სახანძრო-სამაშველო შენობა 1998 წლის შემდეგ არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system