თავში

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
ვახტანგ გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას დღეიდან ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს. სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. ტირში, ასევე, შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა.

განახლდა საცხოვრებელი კორპუსიც, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია (ორადგილიანი და ერთადგილიანი). წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა.

ახალი ინფრასტრუქტურა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაათვალიერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system