თავში

ვახტანგ მეგრელიშვილი: ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის

ვახტანგ მეგრელიშვილი: ​„ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის
ვახტანგ მეგრელიშვილი: ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის

"საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს მოთხოვნებზე „ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი

"მნიშვნელოვანია. მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები. თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი", - თქვა მან.

ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შუამავლებთან ერთად, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. 

ჩანიშნული იყო მეხუთე რაუნდიც, რომელიც ჩაიშალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system