თავში

ვახუშტი მენაბდე: პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო

ვახუშტი მენაბდე: პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო
ვახუშტი მენაბდე: პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო

"პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო", - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საია-ს დამკვირვებელზე მუქარის ფაქტის შესახებ წერს. 

მისი თქმით, არჩევნების მიმდინარე პროცედურის დროს დაკმკვირვებელი "უბნის ბიჭებმა" შენობიდან გაიყვანეს. 

"დღეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს დაემუქრნენ. საჩივრის დაწერის შემდეგ უბნის ბიჭებმა შენობიდან გაიყვანეს, უთხრეს, რომ იციან მისი საცხოვრებელი ადგილი და დაამატეს: „პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო“. ჩვენი დამკვირვებლები, ეს მამაცი ადამიანები თქვენს ხმებს იცავენ, მიუხედავად იმისა იყავით თუ არა არჩევნებზე", - დაწერა ვახუშტი მენაბდემ Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system