თავში

ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება

ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება
ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც რამდენიმე დღეში პარკი სრულად ჩაიკეტება.

მისივე თქმით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

" დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება, ამ მიმართულებით ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნა გადადგმული და კარგი პროექტები განხორციელდა. ვაკის პარკი ეს არის სივრცე, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მის განახლებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აქვს ამ პარკს თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ამ პარკს მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა, იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაპროექტების ეტაპზე და ახლაც, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან, არის მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეაც ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოებს, რაც შეეხება წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა იყოს დასრულებული",- განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია “დაგი” განახორციელებს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სწორედ “დაგი ჯგუფია". კომპანიამ 5 კონკურენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა.

სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა.

პროექტის თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის საპროექტო დოკუმენტაცია შპს LMC-მ შექმნა. სწორედ მან დაამუშავა კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.

ვაკის პარკს და კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომაც ვაკის პარკის კასკადი და შადრევნები პირვანდელი სახით აღდგება

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios მოამზადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system