თავში

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას გამართავს

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას გამართავს
ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას გამართავს

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმაკომპანიამ - CBA უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკსთბილისისადათბილისელებისთვისგანსაკუთრებულისიმბოლურიდატვირთვა აქვს და დაპროქტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„აღნიშნული კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system