თავში

ვაქცინის საკითხში უნდა ჩართულიყო პრეზიდენტი და პრემიერიც - კულუმბეგოვი

ვაქცინის საკითხში უნდა ჩართულიყო პრეზიდენტი და პრემიერიც - კულუმბეგოვი
ვაქცინის საკითხში უნდა ჩართულიყო პრეზიდენტი და პრემიერიც - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცის შემოტანის პროცესში საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი უნდა ჩართულიყვნენ.

,,მესმის, რომ არსებობს ობიექტური და ალბათ, სუბიექტური მიზეზები, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ობიექტური მიზეზები, ფორსმაჟორია მსოფლიოში, მაგრამ უნდა მოხდეს ამის გარჩევა და ზუსტი ანალიზი, სად მოხდა შეცდომის დაშვება. ფაიზერი, მოდერნა თუ მსგავსი კომპანიები მესამე ფაზის კვლევებს უკვე იწყებდნენ გასული წლის ივლისში, ხომ არ იქნებოდა აუცილებელი, ამ პერიოდიდან დაწყებულიყო კომუნიკაცია მათთან. თუმდაც 1 მილიონი 20 დოლარიანი დოზის ყიდვა, რა გახდა ჩვენთვის?

იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი, პრემიერიც. უნდა ყოფილიყო წერილი წერილზე და თუ საჭირო იქნებოდა ვიზიტიც კი, რაც ჩვენ არ გვინახავს. თუ ფარულად განხორციელდა, ბუნებრივია, არ ვიცი", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system