თავში

ვახო სანაია: ვინც სამსახური დაკარგა, როგორღაც უნდა დავუდგეთ გვერდით

ვახო სანაია: ვინც სამსახური დაკარგა, როგორღაც უნდა დავუდგეთ გვერდით
ვახო სანაია: ვინც სამსახური დაკარგა, როგორღაც უნდა დავუდგეთ გვერდით

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში, საქართველოში ამოქმედებულ შეზღუდვებს ეხმაურება და ინიციატივით გამოდის, რომ ვისაც როგორ შეუძლია, ერთმანეთს დავეხმაროთ.

,,მგონი ერთადერთი გამოსავალია, ერთმანეთს დავეხმაროთ. ვინც სამსახური დაკარგა, როგორღაც უნდა დავუდგეთ გვერდით. არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ ფორმაზე. ვთქვათ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ეს თვეები 1 ან 2 ოჯახზე, მეზობელზე, მეგობარზე, უცნობსა თუ ნაცნობზე. 100, 200 თუ, ვისაც შეუძლია, მეტიც გადაურიცხოს. ტაქსის ფულისთვის სამსახურამდე მისასვლელად და ასე შემდეგ. არ არის ახლა არც მოჟმოტვის და მეორე მხრიდან არც მორიდების დრო. არ ვიცი, როგორ მოვახერხებთ, მაგრამ თუ გაქვთ იდეები, დაწერეთ", - წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში შეზღუდვები გამკაცრდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system