
მინდა მოგიწოდოთ ყველას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ჭორებს ნუ აყვებით, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.
მისი თქმით, ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ექიმებს ვაქცინის საქართველოში შემოტანის შემდეგ უნდა დავუსვათ.
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.