თავში

,,ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს" - გაბუნია

,,ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს" - გაბუნია
,,ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს - გაბუნია

ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური მუშაობა მიდის და კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა.

„ფაიზერის“ შემთხვევაში მოთხოვნები ითვალისწინებს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ მოხდეს ვაქცინის მიღება აეროპორტშივე და შემდეგ გადანაცვლება. „ფაიზერმა“ მოითხოვა დაზუსტებები, სწორედ ეს კომუნიკაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე, ვფიქრობთ ეს არის ხარისხის დაცვა „ფაიზერის“ მიმართ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system