თავში

ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო - მეუფე ნიკოლოზი

ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო - მეუფე ნიკოლოზი
ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო - მეუფე ნიკოლოზი

იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

თავად მეუფე ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან მისივე მტკიცებით, ამის საჭიროება არ აქვს. 

"რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.

ჩემთვის პირადად, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ.

პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე, თუ რაიმე ნუგეშის მომცემი იქნება ვინმესთვის, პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია. მაგრამ, თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ, იმიტომ, რომ არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია",-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსით დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system