თავში

ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას - ამირან გამყრელიძე

ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამ
ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას - ამირან გამყრელიძე

"სრულიად ახალი ეტაპი იწყება პანდემიასთან ბრძოლის. პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე. ამიტომ, ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეძლება მეტი მოსახლეობა აიცრას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Covid-19-ის ვაქცინის პირველი დოზების საქართველოში შემოსვლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანი წელს მოსახლეობის 60%-ის აცხრაა.

"ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. 

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ვაქცინაცია დაასრულებს ყველაზე დიდ გამოწვევას ოცდამეერთე საუკუნის, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, ყველა ვიყოთ მობილიზებული, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყანაში კარგად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system