თავში

ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია - თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია - თენგიზ ცერცვაძე
ვაქცინაცია ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია - თენგიზ ცერცვაძე

"საქართველოს აქვს ევროპის 41 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. CFR – 1.33% (ეს მაჩვენებელი ასახავს ყველა დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტს და აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე). საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გავრცელებულ წერილში განაცხადა. 

მისი თქმით საქართველოში დაფიქსირებულია ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 გარდაცვლილი), მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებში ასეთი რამოდენიმე ასეულები ან ათასებია. 

"მაგალითად, ბრიტანეთში მათივე მონაცემებით ჰოსპიტალს გარეთ დაახლოებით 7 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა.

ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ არ დაუწყია ვაქცინაცია და შეზღუდვებიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია. ნახეთ და შეადარეთ, როგორი მკაცრი შეზღუდვებია დღესაც კი იგივე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში", - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის წერილში. 

მისი განცხადებით ქვეყანაში პანდემია კარგად იმართება და მის დასრულებას ვაქცინაციის პროცესი შეუწყობს ხელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system