თავში

ვაქცინაცია სავალდებულო ხდება? - გამყრელიძის განცხადება

ვაქცინაცია სავალდებულო ხდება? - გამყრელიძის განცხადება
ვაქცინაცია სავალდებულო ხდება? - გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრფინგზე განმარტა, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ასეთად დარჩება.

„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. ასევე, გარკვეული ვალდებულებაა წითელასთან მიმართებით, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში ვაქცინის მიმღებთა წრე გაფართოვდა. ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე. ნახეთ, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში იქნება შესაძლებელი Pfizer-ით ვაქცინაცია.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system