თავში

ვაქცინაციის გეგმა დასრულდა - თამარ გაბუნია

ვაქცინაციის გეგმა დასრულდა - თამარ გაბუნია
ვაქცინაციის გეგმა დასრულდა - თამარ გაბუნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, შეხვედრაზე კ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის და მისი დანერგვის გზები განიხილეს. 

თამარ გაბუნიას თქმით, გეგმა შემუშავებულია, მომდევნო კვირაში კი გეგმის საბოლოო სახის ფორმალიზაცია მოხდება.

"დღეს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმასთან დაკავშირებით. გეგმა დასრულდა, დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები, იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება სამიზნე ჯგუფები და ასევე, ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system