თავში

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა" - გაბუნია ბანერებზე

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა" - გაბუნია ბანერებზე
ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა - გაბუნია ბანერებზე

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით". – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების შეცვლას "სისხლიანი" ბანერებით. 

გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას იზიარებს.

კითხვაზე, თუ როგორი პოზიიცია აქვს ბანერების შეცვლაზე ჯანდაცვის სამინისტროს, გაბუნია განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც "ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს".

"რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს უკვე ეს საკითხი წამოწეული და დაწყებული". – ამბობს თამარ გაბუნია.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული.

რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესის ამსახველი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ. 

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system