თავში

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ბაზა მზად არის - ტიკარაძე

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ბაზა მზად არის - ტიკარაძე
ვაქცინაციის სარეგისტრაციო ბაზა მზად არის - ტიკარაძე

სარეგისტრაციო ბაზა, სადაც ის პირები აღირიცხებიან ვინც პირველ ეტაპზე უნდა გაიარონ ვაქცინაცია მზად არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ბაზა მოქალაქეების პირად ინფორმაციას შეიცავს და მკაცრად არის დაცული, საჭიროების შემთხვევაში კი თითოეულ მათგანს, საკუთარი ინფორმაციის ინდივიდუალურად მიღება შეეძლება. 

"კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგავაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს ეწურებათ კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა. თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის. უბრალოდ, ჩვენ არსებული ვაქცინაციის პორტალს ვამატებთ კიდევ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ამ ბაზაზე უკვე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system