თავში

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დამატებითი შესაძლებლობა დაემატა

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დამატებითი შესაძლებლობა დაემატა
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დამატებითი შესაძლებლობა დაემატა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის რეგისტრაციის ახალ ფორმებს განმარტავს. მისი ცნობით, უკვე შესაძლებელია რეგისტრაცია პირდაპირ კლინიკაში გაიაროთ და იქვე აიცრათ. 

თამარ გაბუნიას თქმით, მასობრივი ვაქცინაცია გუშინ დაიწყო და ქვეყანამ 1 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე მიიღო.

"გუშინ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი დოზა ვაქცინა. ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი.

გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რომელიც მოქალაქეებს ელოდება.

160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე დაწესებულების ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია კლინიკაში ვიზიტის შედეგად, თუ მას სხვაგვარად არ შეუძლია რეგისტრაცია.

მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი: 15 - 22, რომელიც კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system